“კანონზომიერება არსებობს და ჩვენ ამას ვიმსახურებთ! ეს ჩვენი დათესილის მოსავალია რაც ეხლა გვჭირს!” – მაია კაჭკაჭიშვილი

მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან საზოგადოებას ერთმანეთის პატიებისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდა. მისი თქმით ეს განსაცდელი, რაც ახლა გვჭირს კორონავირუსის სახით, სწორედ ადამიანების გულცივობის გამოა.
“ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი ბევრი რამე გადავაფასე სულ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი !! მიპატიებია ვისაც ჩემთვის რაიმე ცუდი გაუკეთებია და ასევე მაპატიეთ მეც !უდიდესი საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა! კანონზომიერება არსებობს და ჩვენ ამას ვიმსახურებთ ! ეს ჩვენი დათესილის მოსავალია რაც ეხლა გვჭირს ! მე ძალიან ცივი ადამიანი ვიყავი გადაკოცნაც კი მაღიზიანებდა მაგრამ აქედან თუ გამოვაღწევ გადაკოცნა კი არა ყველას ჩავეხუტები მე ჩემს წილ სიყვარულს გამოვუშვებ სამყაროში ასევე გირჩევთ ყველას ! შევიყვარებ ადამიანებს რაც არ უნდა გაბოროტებულები იყვნენ ისინი !! ბოროტი არავინ იბადება ამიტომ ვეცდები მიზეზი ვიპოვო და არ განვსაჯო!! დღეს 31 მარტია ამას იმედია მემორი ამომიგდებს და ეს დღე შემახსენებს როდესაც მე ხმამაღლა ვიყვირე
მიყვარხართ ადამიანებო ” -წერს მაია კაჭკაჭიშვილი.