“კაცმა” საყდრისი ააფეთქა, მილიარდობით ლარის ქონება მიიტაცა… პოლიტიკური დევნა იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობაში მიცემა?!”

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კაცმა” საყდრისი ააფეთქა, მილიარდობით ლარის ქონება მიიტაცა, ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი “მოტეხა”, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს წლებია, ყოველდღიურად მისი და მისი მთავრობის კორუფციულ სქემებზე ვსაუბრობთ ფაქტებით და კიდევ პოლიტიკური დევნა იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობაში მიცემა?!
❗️უკაცრავად მაგრამ მიმაჩნია რომ უკანასკნელ თეთრამდე უნდა დააბრუნონ ხალხის ქონება, რომელიც მიიტაცეს და პლუს ამას უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე! არა მურუსიძე – ჩინჩალაძის, არამედ უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებულ ნამდვილ სასამართლოში!