“კაცს ჰგონია, რომ “გოიმს” თუ იტყვის მაგარია, ბოლოს ცხვირშიც შეიყოფს თითს და ისე ივლის” – ლევან ლორთქიფანიძე კობახიძეზე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ირაკლი კობახიძის გამონათქვამს ეხმაურება, როცა მან ოპოზიციას გოიმი უწოდა.
“კაცს ჰგონია, რომ “გოიმს” თუ იტყვის მაგარია )))
ეტყობა ბავშვობაში ასე ეძახდნენ და ვერ პასუხობდა ხოლმე, ახლა კი ერთბაშად ამოთქვა! საწყალი …
ბოლოს ცხვირშიც შეიყოფს თითს (უკაცრავად ნატურალიზმისთვის) და ისე ივლის სხდომებზე, რომ რაღაც დაამტკიცოს.
სასაცილოა უკვე! ეს კაცი სასაცილოა” – წერს ლევან ლორთქიფანიძე.