“კეთილი ჯადოქარი ხარ, დღეს, ის ადამიანებიც კი მლოცავენ და მეფერებიან, ვინც წლების წინ ქვას მესროდა” – ცისნამი საყვარელიძე გია ჯაჯანიძეზე

ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ წარგადგენს ჟურნალისტი საზოგადოების წინაშე. Giorgi Jajanidze კეთილი ჯადოქარი ხარ. დღეს, ის ადამიანებიც კი მლოცავენ და მეფერებიან, ვინც წლების წინ ქვას მესროდა, ჩემზე ათასგვარ სიბინძურეს წერდა და ჭორებს ავრცელებდა. ყოველთვის მჯერეოდა შენი დადებითი ენერგიის და შენთან საუბარმა ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. ვგრძნობ დიდ სიყვარულს, მხარდაჭერას, მოფერებას, პატივისცემას, კეთილგანწყობას. პირდაპირ გაოცებული ვარ. და თუ ჩემი გამჩენი დედაც აიღებს ტელეფონს, დამირეკავს და გაბედნიერებას მომილოცავს ეგ იქნება ნამდვილი გამარჯვება. 🙏
Tatia Zukhbaia მინდა იცოდე რომ შენი დიდი მადლიერი ვარ. ისე ლამაზად შეკარი მასალა რომ ხალხს ჩემი თავი შეაყვარე. მიხარია რომ ეს სიყვარული დამიბრუნეთ.
სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად / Skhva Rakursi უღრმესი მადლობა. 🙏 ❤️
მიყვარხართ.
❤️ ❤️ ❤️
P.S. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამხელა სითბოს და სიყვარულს გამოსცემთ ჩემს მიმართ.