“კიევის მერმა სააკაშვილს საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა… კობახიძეს იქნებ ეს მიართვათ განსხვავებულით “

ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერეულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნნებს:
დღეს კობახიძე წუხდა საკაშვილი როგორც პოლიტიკოსი არაფერს იწონისო და იქნებ ეს მიართვათ განსხვავებულით 🙂 … პარტია „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ ლიდერმა, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. ამის შესახებ კლიჩკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომლის პოლიტიკურ ძალასაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში პრობლემებს უქმნიან, ამიტომ მზად ვარ მას პოლიტიკურად მხარში დავუდგე. ასეთ კავშირს ქვეყანაში ცვლილებების გასატარებლად საჭირო ძალისხმევის გაორმაგება შეუძლია. ჩემი პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მე პარტნიორებს არჩევნებში ერთად მონაწილეობას ვთავაზობ. მე ვრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიის თავმჯდომარეობას ვთავაზობ“, – განაცხადა კიევის მერმა.