კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება გამორიცხული არ არის – ჯანმო

კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება გამორიცხული არ არის – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა.
ცნობისთვის, ჯანმომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც
სამეცნიერო ჟურნალში 230-ზე მეტმა მეცნიერმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სათანადოდ შეფასებული არ არის.