“კორონა ვირუსს არ ახასიათებს სეზონურობა, ეპიდემია არ დასრულდება ტემპერატურის მატებასთან ერთად” – მაია ორჯონიკიძე

მხატვარი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით კორონა ვირუსს არ ახასიათებს სეზონურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ვირუსის უკან დახევას არ უნდა ველოდოთ.
“კორონა ვირუსს არ ახასიათებს სეზონურობა,ანუ ეპიდემია არ დასრულდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. ის ასევე არ ქმნის ორგანიზმში მყარ იმუნიტეტს,ანუ დაინფიცირება შესაძლებელია განმეორებით,რისი შემთხვევებიც მსოფლიოში უკვე არაერთხელ დაფიქსირდა. ყველა სახეობის კორონა ვირუსის აქამდე ცნობილი ეპიდემიის წყაროდ სახელდება ღამურა,რომლის ექსკრემენტებშიც ნაპოვნია COV-19ის შტამი. ასევე ყველა ამ აფეთქების სამშობლოა ჩინეთი, სადაც ვირუსის ეპიდემია ხელისუფლების მკაფიო მოქმედებათა გამო გადატყდა და კლებაზე მიდის.
სამაგიეროდ მზარდია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.
ახლა მე კითხვა მაქვს-იმის გამო,რომ ჩინელები ყველაფერს ჭამენ რაც მოძრაობს (თან უმად,თერმული დამუშავების გარეშე) და თანაც მილიარდნახევარნი არიან-ჩვენ რა ვქნათ,დანარჩენი მსოფლიო უნდა ამოვწყდეთ?! ” – წერს მაია ორჯონიკიძე.