“ლაბორატორიაში, სადაც ინახება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა შტამები: ყვავილი, ციმბირის წყლული, ებოლა და სხვ… აფეთქდა გაზის ბალონი”

ნაციონალური მოძრაობის წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
რადიო თავისუფლების ცნობით, ციმბირში ,ნოვოსიბირსკთან ახლოს ქალაქ კოლცოვოში მდებარე ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო- კვლევით ლაბორატორიაში, “ვექტორი”, სადაც ინახება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა შტამები ( ყვავილი, ციმბირის წყლული, ებოლა და სხვ. ) ,. ექვსსართულიანი შენობის მეხუთე სართულზე აფეთქდა გაზის ბალონი, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი .
ქალაქის მერის , თავად ლაბორატორიის განცხადების და “როსტებნადზორის” განცხადებით, სანიტარული ინსპექციის ოთახში, სადაც აფეთქება მოხდა, არ ინახებოდა და არ იწარმოებოდა მუშაობა საშიშ შტამებზე; იქ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა მხოლოდ 30 კვ.მ. ფართობზე. დაზიანდა ერთი ადამიანი რომელიც მოთავსებულია კლინიკაში მესამე ხარისხის დამწვრობითო.
ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად შენობაში ყველა შუშა ჩაიმსხვრა.
ლაბორატორია “ვექტორი” ერთ ერთია ორ ლაბორატორიას შორის, სადაც ყვავილის ვირუსი ინახება. მეორე – ატლანტაშია, აშშ.
რადიო”თავისუფლება” აღნიშნავს, რომ 1970-1980 წლებში ამ ლაბორატორიაში იქმნებოდა ბაქტერიოლოგიური იარაღი და მისგან თავდაცვის საშუალებები.
მოკლედ ესაა ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება ამ დროისთვის.
შეიძლება არც არაფერი, მაგრამ რუსს ენდო ჩემი მტერი.