ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასზე არ იმოქმედებსო… აბა, რაზე იმოქმედებს? სიყვარულზე?

ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასზე არ იმოქმედებსო…
აბა, რაზე იმოქმედებს?
სიყვარულზე?
მეგობარი მყავს – დილის 5 საათზე დგება, 10-მდე ყუთებს ეზიდება მაღაზიებში, მერე მეორე სამსახურში მიდის, სადაც ორი სამსახური აქვს შეთავსებული და ღამის 11 საათამდე მუშაობს!
ქირით ცხოვრობს – ქირა მოუმატეს, ხელფასი არა
კარტოფილი ორი ლარი ღირს, პური ლარი…
ცოლი რომ მოვიყვანო – შვილს ვერ ვარჩენო – გულწრფელად მითხრა!
სიყვარულზე და დემოგრაფიაზე ხომ მოქმედებს ლარის კურსი, თორემ ხამანწკებს არ ვითხოვთ!
რაზე მოქმედებს ლარის კურსი?
საკვებზე არაო!
ჯანმრთელობაზე?
რას შევჭამთ დღეში 4 ლარად? ხორცს ვერა, რძის ნაწარმს – ვერა, ხილს – ვერა, ბოსტნეულს – ვერა. რას იწვევს ასეთი კვება? – ბევრ დაავადებას.
როცა რაღაც გვაწუხებს ეგრევე მივდივართ ექიმთან? – არა!
ჩვენც მოგვატყუეს, ერთი კვირა გვიმტკიცებდნენ, რომ მამიდას დაზღვევა არ მოქმედებს ამ ანალიზებზე განაგრძე კითხვა