ლელა კაკულიამ მომავალი პრემიერ-მინისტრი იწინასწარმეტყველა

ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას შვილი თამარ პატარაია ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დედამისმა მას პრემიერ-მინისტრობა უწინასწარმეტყველა.
“ზოგადად მომავალზე დედას არ ვეკიტხები ხოლმე, თუ აუცილებელი არაა თავადაც არ მეუბნება. ვცობრების დინებას მივყვები, რამე სერიოზული რომ ხდებოდეს, თუ საფრთხე მემუქრება დედა აუცილებლად მაფრთხილებს. შეიძლება ისე მოაგვაროს პრობლემა, რომ მე ვერ გავიგო.
რაც შეეხება წინასწარმეტყველებას 14 წლის ვიყავი, როდესაც თქვა რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი. შეიძლება ვინმეს ძალიან გახარებოდა, მაგრამ მე ამ პასუხისმგებლობამ ძალიან დამამძიმა. მთელი ქვეყანა, რომ შენ გაბარია არაა პატარა ამბავი, მძიმე ტვირთია. ახლა ყველანაირად ვცდილობ ეს პოზიცია ღირსეულად დავიკავო. თუმცა, ამაზე ფიქრიც კი არაა მარტივი,”-ამბობს თამარ პატარაია.