“მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ან ნცვლიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს, სოციალურ ქსელში გამოეხმაუ:
“ხალხის გაჭირვებაზე გამდიდრებული მევახშის დაქირავებული სპიკერი TV-ში აცხადებს რომ სააკაშვილის ადგილს
ვერ ხედავს ქართულ პოლიტიკაში. მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს.
პოლიტიკა ეს ის ასპარეზია სადაც ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით და კონკრეტულ
საქმეებზე დაფუძნებით.” – წერს მიხეილ სააკაშვილი