“მაგ შტერმა აფრიკიდან დამირეკა, ბილეთის ფული არ მაქვსო… 10 000 ევრომდე მომპარეს” – რას ჰყვება ოქრუაშვილი სოზარ სუბარზე

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სოზარ სუბარის შესახებ ისტორიას იხსენებს.
“მთლად მასე ნუ გაკიცხავ ოთარ. არაა სუზარ სობარი მთლად ეგეთი უნამუსო. ხანდახან სიშტერით მოსდის ეგეთები.2010 წელია, ფრანგული ანგარიშიდან 10 000 ევრომდე მომპარეს ერთი თვის განმავლობაში. ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან იქ ეგ ბანკის პრობლემაა და დაზღვევა გინაზღაურებს. ბანკმა გამოძიება ჩაატარა და დაადგინა რომ ფულს აფრიკაში მიხსნიდნენ. ქვეყანა ზუსტად აღარ მახსოვს.ბოლოს მეც დავინტერესდი და გამახსენდა, რომ ორი თვით ადრე მაგ შტერმა აფრიკიდან დამირეკა, რაღაც კონფერენციაზე იყო, პარიზში ჩამოგივლი აქედან, მაგრამ ბილეთის ფული არ მაქვსო. ჩემი ბარათით ბილეთი ვუყიდე და რეგისტრაციაზე კონტროლის მიზნით ბარათი რომ მოსთხოვეს ბარათის მონაცემები, მისი ხელით დაწერილი, იქვე მაგიდაზე დარჩა. აფრიკაში ფულის შოვნის ეგეთ საშუალებას ვინ გაუშვებდა ხელიდან…ასე რომ ნუ გაბრაზდები, შტერია ეგ ბიჭი. თან ფულის შოვნის უკეთესი საშუალება აქვს დღეს” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი ოთარ კვირიკაშვილის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც აგრეთვე სოზარ სუბარზე წერს
“სოზარ სუბარის ინტერვიუ ვნახე რამიშვილის ტელევიზიაზე. ოქრუაშვილზე საუბრობს: ზურგში დანის ჩარტყმა გამოსდის კარგადო, სამეგობრო კაცი არა არიო და ასეთებს. ესეთები ბევრ ქოცს უთქვამს, არაფერი ახალი, მესიჯბოქსი ეგეთი აქვთ და რა ქნან..მაგრამ ერთმა წინადადებამ შემშალა.. ეს ზნედაცემული ლოთი იძახის ყველაზე მეტი წამება ირაკლი ოქრუაშვილის შსს მინისტრობის დროს ხდებოდაო..ვიღაც სხვას რომ ეთქვა კიდე გაატარებდა კაცი. 2004-ში მინისტრი თუ ჯალათი და მწამებელი იყო, 2011-ში მის პარტიაში რა გინდოდა შე ნაგავო კაცო! მე და ჩემს მეგობრებს რატომ გვარწმუნებდი ოქრუაშვილის კარგ პოლიტიკოსობაში, რატომ სვამდი სკამზე ასული ირაკლის სადღეგრძელოებს სიღნაღში.. შე არაკაცო მართლა! .. მაგრამ შენ ხო ზნეობა არ გაგაჩნია! მთავარია ხელისუფლებაში მოსულიყავი.. მოხვედი და ახლა გაგახსენდა 15 წლის შემდეგ რომ ირაკლი “ჯალათია”.. კიდევ გეკითხები, რას აკეთებდი “ჯალათის” გვერდით, შე ზნეწამხდარო კაცო, თუ ამდენი ფაქტი გქონდა ჯერ კიდევ 2005-ში!!! ” – წერს სოზარ სუბარი.