“მადლობა საჩუქრისთვის, იმედი მაქვს, კვლავ მღერიან მზიან საქართველოში!…” – ლელა წურწუმიამ ლუბა უსპენსკაიას სიმღერა აჩუქა

მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ძალიან მალე რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ლუბა უსპენსკაია მის სიმღერას შეასრულებს.
“ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული, არაჩვეულებრივ ქალბატონს, მომღერალს .
მალე შემოგთავაზებთ მის მიერ შესრულებულ სიმღერას ჩემი რეპერტუარიდან ” ბედისწერა ( ავტორი ჭაბუკა ამირანაშვილი)მეც ველოდები ამ სიმღერის მისეულ შესრულებას.
ეს სიმღერა კი რომელიც ჟღერს ეძღვნება მის ქალიშვილს
წარმატებები ქალბატონ ლუბა უსპენსკაიას” – წერს ლელა წურწუმია.
ლელას პოსტს უსპენსკაიამ უპასუხა და მომღერალს მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის.
“შემოქმედებას საზღვარი არ აქვს! კიდევ ერთხელ რომ გიყურებ, დარწმუნებული ვარ ამაში. მადლობა საჩუქრისთვის, რომელიც მალე იხილავს სინათლეს! და იმედი მაქვს, რომ კვლავ მღერიან მზიან საქართველოში!” – წერს ლუბა უსპენსკაია.