მადლობა ღმერთს, კიდევ ერთი სამედიცინო აბსურდი ჩაბარდა ისტორიას – ამერიკის ანესთეზიის ასოციაციის ახალი დასკვნა

ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ამერიკის ანესთეზიის ასოციაციამ ახალი კვლევის შედეგად
სასტიკად აკრძალა ერთი სასუნთქი აპარატის რამდენიმე პაციენტზე გამოყენება.
“მადლობა ღმერთს, კიდევ ერთი სამედიცინო აბსურდი ჩაბარდა ისტორიას.ამერიკის ანესთეზიის ასოციაციამ სასტიკად აკრძალა ერთი სასუნთქი აპარატის რამდენიმე პაციენტზე გამოყენება.თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს საოცრად დილეტანტური მიდგომა ლოგისტიკური პრობლემის მხოლოდ ილუზორული გადაწყვეტა იყო, მაგრამ საბოლოოდ დარგის პროფებმა თავისი გაიტანეს” – წერს ზურაბ გურული.