“მათთან მისასვლელი ტრა@ი დავკარგეთ და ვინც ამას მოახერხებს ღმერთკაცად მიღიარებია” – სულაშვილი ახალგაზრდა აქტივისტებზე

ემიგზაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
უსინდისო უნდა იყო, ამ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გულწრფელობაში ეჭვი რომ შეგეპაროს.
თუ არ გვენდობიან, ამას აქვს სავსებით რეალური მიზეზი, რომლიც ჩვენში უნდა ვეძებოთ და არა მათში.
ეს შემთხვევით ის თაობა ხომ არ არის, რომელიც სწორედაც რომ სახელმწიფოებრიობის დაბადების დროს დაიბადა?
დიახ, ეს ის თაობაა. თაობამ რომელმაც ნახა აღმშენებლობის პერიოდი და თითქმის სახელმწიფოსთან ერთად გაიზარდა, მაგრამ ჩვენ მათი ზრდა (სახელმწიფოსთან ერთად) შევაყოვნეთ.
თავგზა ავუბნიეთ და საკუთარ დაჭაობებულ აზროვნებაში ჩავითრიეთ.
მათ სურდათ, ყოფილიყვნენ პოლიციელები, მოსამართლეები, პროკურორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები რაზეც უარი ვუთხარით და სანაცვლოდ კრიმინალური მენტალიტეტი შევთავაზეთ. ვაჩვენეთ ნეპოტიზმი; კორუფცია; ზიზღი, შური და გაუტანლობა…
დიახ, ეს ის თაობაა. თაობამ რომელმაც ნახა აღმშენებლობის პერიოდი და თითქმის სახელმწიფოსთან ერთად გაიზარდა, მაგრამ ჩვენ
უსინდისოდ დავცინეთ მათ ფაქიზ გრძნობებს. დასავლური ღირებულებების ნაცვლად, ქეჩოში ხელმოკიდებულები ისევ დამპალი იმპერიის მარწუხებისკენ გავქაჩეთ და მოვინდომეთ მოსისხლე მტრის მოყვრად შეჩეჩება…
7 წელია, მათ უმტკიცებენ რომ თანამედროვე აზროვნება, სულიერი დეგრადირების, გარყვნილების, ქრისტიანული რწმენის უარყოფაა და ქვეყნის გაბრწყინების კოლაფსი.
აშინებენ გამოგონებული ცოცხებით და “მოხეტიალე რაინდით” როლის “ჩამოხეტება”-ც აპოკალიფსია.
დიახ, მათ უნდათ თავისუფლება, უნდათ საკუთარი იდენტობის კბილებით დაცვა, მაგრამ ეშინიათ კარიესის.
რატომ?
იმიტომ რომ ხვდებიან, უკვე მერამდენედ მოუსინჯეს კბილი!
მათ სურთ გაფრენა… ისინი ცდილობენ ჩასხდნენ ბოინგში, მაგრამ პილოტი არ ჰყავთ და ღმერთმა იცის იპოვნიან თუ არა.
ერთი სიტყვით, მათთან მისასვლელი ტრაკი დავკარგეთ და ვინც ამას მოახერხებს ღმერთკაცად მიღიარებია.