“მამაკაცს ფეშენ ვიკის ბანერი გადაჰქონდა, ჩამოვარდა მანქანიდან და გარდაიცვალა” – რა მოხდა გორის ფეშენ ვიკზე?!

მოქალაქეჟანა ოდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქევეყნებს:
ალბათ იცით,რომ გორში ტარდებოდა ფეშენ ვიკი.ბოლო დღე ეძღვნებოდა ოკუპაციას,ამუშავდა ცენზურის მანქანა და მერიამ ღონისძიება ჩაშალა.მამაკაცი,რომელიც მუშაობდა კეთილმოწყობის სააგენტოში და რომელსაც ამ დღეს ფეშენ ვიკის ბანერი გადაჰქონდა,ჩამოვარდა მანქანიდან და გარდაიცვალა.
ვინც იცინით იმ ფაქტზე,რომ გორში მოდის კვირეული ტარდებოდა,გეტყვით რომ ბევრ ადგილობრივ დიზაინერს აძლევდა საშუალებას საკუთარი ნამუშევრები ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის.
ისე ლანძღავთ სხვებს,თითქოს სულ ბერლინისა და პარიზის ფეშენ ვიკებზე სიარულით ხართ დაღლილი?!
ამ ადამიანებმა გამოიჩინეს ინიციატივა და სწორედ გორში და არა თბილისში გადაწყვიტეს ანტისაოკუპაციო ჩვენება.
არ გამიგია ამდენი ღლიცინი ყველა თემაზე,მუდმივად სხვების გაკიცხვა და ჩასაფრებულის პოზიციით ცხოვრება.ოღონდ ვინმემ შეცდომა დაუშვას და არიქა,ეცეთ,ჩაქოლოთ.ასე მგონია ვერცერთი მტერი ვერ დაგვაკლებს იმდენს,რასაც ქართველები ერთმანეთს ბოროტებით უკეთებენ.