“მანქანა გაძეძგილი იყო ბიჭებით… დავიწყე კივილი და “ნუ გეშინია, ნუ გეშინია” – მეუბნებოდნენ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც სოციალურ ქსელში ერთ ერთი გვერდის მიერ დასმულ კითხვას, ” რა პრობლემები გქონიათ ტაქსის გამოძახების დროს?”, ეხმაურება.
“ჩემი მიზეზით უამრავი პრობლემა, ძირითადად, მილიონჯერ ვარ ჩამჯდარი სხვა მანქანაში, არამარტო ტაქსიში. ერთხელ მარკეტიდან გამოვედი პარკებით, მეგობარი მელოდებოდა თეთრი მანქანით. პირველივე თეთრი მანქანის კარი გამოვაღე, გაძეძგილი აღმოჩნდა ბიჭებით, რომლებიც ჩემი აზრით იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. დავიწყე კივილი და “ნუ გეშინია, ნუ გეშინია” – მეუბნებოდნენ, ოღონდ თვითონ ეშინოდათ ჩემი, კბილებამდე პარკებით დავადექი და იქით დავკიოდი თავზე. მაგრამ ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია.” – წერს ნათია ფანჯიკიძე.