“მიახლოებითაც არ უმუშავია არც ერთ ჟიურის წევრს ჩვენსავით… სხვა თემაა, ვინ რა სახლს ჩადებდა და რას როგორ იგებდა” – მაია დარსმელიძე მუსიკალურ პროექტებში არსებულ პრობლემებზე ღიად ალაპარაკდა

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დარსმელიძე მუსიკალურ პროექტებში არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა.
” რაღაც ტექნიკური ხარვეზი როა და მერე მოდის აი ასეთი “კრიტიკოსი” და ჩემს, როგორც მენტორის მუშაობას რომ გააკრიტიკებს, სიცილითაც მოვკვდები და ვერც ვერანაირად მივიღებ ასეთ “კრიტიკას”.)))) არც ასე ძაან ბნელა))) მუსიკალურ პროექტებს (იმის მიხედვით, თუ ვინ ზის ჟიურის სავარძელში) ხანდახან ბევრი მელომანიც და მუსიკოსიც უყურებს და, ყრუ მსმენელისგან განსხვავებით, ბევრ მნიშვნელოვან დეტალსაც ამჩნევს. ; ) “მაო და სტეფკოს” მსგავსად კი არა – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მიახლოვებითაც არ უმუშავია არავის, არც ერთ პროექტში, არც ერთ მენტორს, მწვრთნელს ან ჟიურის წევრს არ უმუშავია ჩვენსავით.ვინც მუსიკალურ პროექტებს თვალ-ყურს ადევნებდა, ყველამ იცის – მაშინ, როდესაც სხვები უკვე გამზადებული მომღერლებით პლიუსებს იწერდნენ, ჩვენ ჩვენთვის სრულიად უცხო კონკურსანტების იმდენად სრულყოფილ პროგრესს ვდებდით ტურიდან ტურში და ისეთ რეპერტუარს ვაჟღერებდით, რომ ყველა, სუყველა დანარჩენი ჩვენგან ძაან საგრძნობლად არ ჩამორჩენისთვის ბრძოლით იყო დაკავებული და მოცემული ლეველის არ დაგდებაზე კონცენტრირებული. ვინც იცის რაზე ვწერ, პირადად ჩემი ნამუშევარი კონკურსანტებიც კარგად იცის და მთელი ეს “არ ჩამორჩენის მცდელობების” თემაც… )))) მერე სხვა თემაა, ვინ რა სახლს ჩადებდა და რას როგორ მოიგებდა. აშკარა პროგრესი, უამრავი მუსიკალური ექსპერიმენტი და ტურიდან ტურში კონკურსანტის პროგრესული ზრდა დავდეთ ჩვენ. გადაღეჭილი “ჰიუსტონების” მერე ჩემსმიერ პირველად გაჟღერებული ბევრი ჯერ “ხალხისთვის უცხო” და შემდეგ უკვე საყვარელ კომპოზიციად ქცეული ბევრი იდეა სხვა პროექტებშიც “წაიღეს”… უჩემოდ.)))))კი, შემეძლო ამ კომენტარის “გატარებაც” და არშემჩნევაც…. მაგრამ ძაან დავიღალე, როდესაც ამ ჩემი დაკიდებით ბოროტად სარგებლობენ. ჯერ ჩემ დონემდე გაერკვიეთ, რას ნიშნავს კონკურსანტთან ბოლომდე დახარჯვა, პლიუს ყველასთან ინდივიდუალურად ლამის პირად ფსიქოლოგად მუშაობა და მერე, თქვენი მხოლოდ კომპეტენტურ-არგუმენტირებული და კონსტრუქციული კრიტიკაც “მივიღო” იქნებ?იგივე პონტია, მსმენელს ადრე ფონოგრამით რომ აბოლებდნენ და ეხლა ციფროვკაზე შესმული რაიმე “აფონია” ბენდებით რომ აბოლებენ მდარე რუსული ესტრადის საუკეთესო ტრადიციებში :- “ლაივია, ძმაო, ცოცხალი ადამიანები უკრავენ”…. მარა რას და როგორ – ამას დუქნის მსმენელი ხომ ვერ გაარჩევს და დადგა ყველა ერთ თაროზე. ვინც ვერ მიტანდა ამ პოსტის მერე უარესად ვერ ამიტანს, მარა მე რისი მე ვარ, ამ ჩემი ვერატანის მიზეზს უფრო და უფრო საფუძვლიანს რომ არ გიხდიდეთ?!” – წერს მაია დარსმელიძე.