“მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ 40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას” – გიორგი ყუფარაძე

ქართული ოცნების წევრი გიორგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
პირველ ივლისს დავწერე ამ თემაზე….
თქვენ არ იცით რამდენი მაჟორიტარი დეპუტატი ვაჭრობს ეხლა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ თქო….
ეხლა კი “სააფთიაქო მაფიის ბოსი” და ამავედროულად მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ 40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასო.
ძაან ბევრი მოინდომეს და ეხლა პირდაპირ უარზე არიან.
სია დადიოს ვინც არ უჭერს მხარს და მერე ისიც მოყვნენ, საერთოდ რა გაუკეთებიათ თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში!
ამ საკითხს თუ ჩააგდებენ ეს იქნება პირდაპირი საბოტაჟი მთავრობის, ივანიშვილის და ქვეყნის წინააღმდეგ.