გიორგი მარგველაშვილი ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII ზაქიჭამიას ძალიან გავს – იხილეთ ფოტო

მოქალაქე უჩა მურღულია სოციალურ ქსელში 1800 წლის ისტორიული მოვლენების შესახებ წერს და გიორგი მე12-ს აკრიტიკებს , კომენტარებში კი მეგობრები წერენ რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი მე-12 გიორგი მარგველაშვილს ძალიან ჰგავს:
როგორ გააჩუქა „ზაქიჭამიამ“ ქართლ-კახეთის სამეფო
გიორგი XII-ის ელჩებმა — გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა და ე. ფალავანდიშვილმა — 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ. ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII-ს. გიორგის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება.
ქართველი მეფის მოთხოვნები რუსეთის იმპერიაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლის ნოტიდან (1800 წ. 23 ნოემბერი):
1. მის უდიდებულესობას, ჩვენს ხელმწიფეს, ქართლის, კახეთის და სხვათა მეფე გიორგის, დიდებულებს, სამღვდელოებას და ხალხს სურთ მიიღონ რუსეთის იმპერიის სამუდამო ქვეშევრდომობა. ისინი კისრულობენ შეძლებისდაგვარად პირნათლად აღასრულონ რუსეთის ქვეშევრდომთა ყველა მოვალეობა, კანონი და ბრძანება, აღიარონ რუსეთის იმპერატორი თავის ნამდვილ ხელმწიფედ და თვითმპყრობელად.
2. მეფე უმორჩილესად ითხოვს, რომ სამეფოს ჩაბარების შემდეგ ის და მისი მემკვიდრენი დატოვებულ იქნან ტახტზე მეფის ტიტულით. მეფეებს, რომლებმაც მთელი სამეფო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომად გამოაცხადეს, თავიანთ სამეფოში მთავარი მმართველობა შეუნარჩუნდეს. ისინი ქვეყანას მართავენ იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც რუსეთის უმაღლესი მთავრობა გამოსცემს. თავის მხრივ, ისინი განსაკუთრებული ნებართვის გარეშე არავითარ კანონებს არ მიიღებენ.
3. ……მისი უდიდებულესობა მეფე საქართველოს სამეფოს შემოსავალს გადასცემს ხელმწიფე იმპერატორის განკარგულებაში სურვილისამებრ გამოსაყენებლად, კერძოდ, ჯარების შესანახად ან სხვა ადგილობრივი საჭიროებისათვის, პირველ ხანებში კი, ადგილობრივ მიწათმოქმედთა ერთგულების დამტკიცების მიზნით, რამდენიმე წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათების მისანიჭებლად…
15. ქართველი მეფის ყველა ქვეშევრდომს, თავადაზნაურობას, სამღვდელოებას, ვაჭრებს და სხვადასხვა ხელობის ხალხს სხვა ქვეშევრდომების უფლებები და მოვალეობები უნდა ჰქონდეთ“.
პ.ს. იმედია ასეთი რამ აღარასდროს განმეორდება
ცოტა ხანში გიორგი გარდაიცვალა. რუსებმა მის შვილს დავითს მამის თხოვნა არ აუსრულეს და ფორმალური მეფობაც არ მისცეს, რის შემდეგაც 1801 წელს ქართლ-კახეთი რუსეთთან შეერტებულად გამოაცხადეს. როგორც ჩანს რუსები ამ მოვლენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ:
რუსეთის იმპერატორის მოხელე მუსინ-პუშკინი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთისათვის შემოერთების მნიშვნელობის შესახებ:
„1. შემოვიერთებთ ბუნებით მდიდარ და უხვ ქვეყანას; 2. მთიელებს ავლაგმავთ და ამით დაცული იქნება კავკასიის ხაზი; 3. შეიქმნება ფართო ასპარეზი სპარსეთთან და თურქეთთან ვაჭრობისათვის; 4. თურქეთთან განხეთქილების შემთხვევაში რუსეთს საშუალება მიეცემა აღმოსავლეთიდან დაემუქროს როგორც თურქეთს, ისე ირანს; 5. ქართლ-კახეთის შემოერთება გამოიწვევს იმერეთისა და სამეგრელოს შემოერთებას.

