“მართებული იყო მომიტინგეთა ნაწილის მცდელობა პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ, სხვანაირად ხელისუფალი ყურებს არ იბერტყავს” – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მესამე დღეა პროტესტია და პუტინის გასახარად საშინლად ნაცემი და დაკავებულები ჩვენი გმირი ქართველები, ისევ ციხეში სხედან მკვლევარი ისტორიკოსი ძმების, ხვადაგიანების ჩათვლით. მგონი მართებული იყო მომიტინგეთა მცირე ნაწილის მცდელობა პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ. სხვანაირად უნამუსო ხელისუფალი ყურებს არ იბერტყავს. “კულულას” და “შაქარიას”, გადაყენებას რა აზრი აქვს, სხვა “კულულა” და “შაქარია” დაიკავებს მათ ადგილს.))))
p.s. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის აზრი.