“მართლა მრცხვენია, ამ თვეში ელექტროენერგიის გადასახადი არ გადამახდევინეს და რვასულიან ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს გადაუხდელობის გამო” – რუსუდან ცირეკიძე

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წერი რუსდან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ მოსახლეობის სუბსიდირების არასწორი გზა გააკრიტიკა და მთავრობას ფინანსების გონივრულად გადანწილებისკენ მოუწოდა.
” ცოტა ჩამორჩენით ვუყურებ “მთავარზე” ნიკა გვარამიას გადაცემას. ახლა სწორედ ნიკა ობოლაძემ თქვა ჩემი სათქმელი- მართლა მრცხვენია, რომ მე ამ თვეში ( და წინა თვეშიც) ელექტროენერგიის გადასახადი არ გადამახდევინეს არც თბილისში, და არც ბათუმში და რვასულიან ოჯახს, ხუთი მცირეწლოვანი ბავშვით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს გადასახადის გამო. რა გავაკეთო მირჩიეთ. ასე, ამორჩევით ყველა ვეხმარებით ერთმანეთს , რითაც შეგვიძლია , მაგრამ აი კონკრეტული თემა: როგორც ვხვდები, არ არსებობს მექანიზმი რომ უარი ვთქვა ამ შეღავათზე, ან რა აზრი აქვს, ვისაც სჭირდება, იმათთვის ეს არაფრის მომცემია.ჰოდა სად ვეძებო ასე ქალაქებში თუ სოფლებში ადამიანები, ვისაც ეს შეღავათი არ შეეხო და ძალიან სჭირდება.იქნებ შემომიერთდეთ, იქნებ რაღაც ბაზა გავაკეთოთ და იმ თანხით, რაც ჩვენი შეღავათია, ამ ადამიანებს გადავუხადოთ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის საფასური. სახლებში მისვლა და თანხის მიწოდება ყველას გვიჭირს და ამ შემთხვევაში უბრალოდ აბონენტის ნომრები დაგვჭირდება და მობაილ ბანკინგი , მეტი არაფერი. იქნებ ერთად რამე მოვიფიქროთ? ” – წერს რუსუდან გოცირიძე.