მართლა ხომ არ გაკლიათ, თქვე რეგვენო იდიოტებო?! – ნიკა გვარამია

“მთვარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას პანდემიის პერიოდში დაბადების დღეების გადახდის გამო აკრიტიკებს.
„ჰა, ჯანდაბას, ქორწილი კიდე გავიგე (ვერა, მაგრამ დავუშვათ და გავიგე, მე თვითონ არ მქონია და არც მდომია, და მაგიტომ დავუშვათ რომ გავიგე), ცხოვრებაში ერთხელაა ჩაფიქრებული.
რა დაბადების დღეებს და ბულბულის იუბილეებს იხდით, მართლა ხომ არ გაკლიათ, თქვე რეგვენო იდიოტებო?!”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.