“მართლმადიდებლობა ყველაზე მწიგნობრული რელიგიაა… მსმენია, წიგნის კითხვა ამპარტავნობას უწყობს ხელსო…”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ვინც თვლის, რომ სულიერებას წიგნის კითხვა ხელს უშლის, ის არც ქრისტესთან არის.
მართლმადიდებლობა ყველაზე მწიგნობრული რელიგიაა…
სასულიერო პირს ყველაზე მეტი განათლება უნდა ჰქონდეს, საკუთარი რელიგია რომ დაიცვას ათეისტთან.
ცოდნა ყველა სპეციალობის ადამიანთანაც გამოადგება…
ხშირად მსმენია, წიგნის კითხვა ამპარტავნობას უწყობს ხელსო…
პორადად მე უწიგნური ამპარტავნები მეტი მინახავს… საკუთარი ანაფორის ფრიალით რომ ცდილობენ ყველაზე გავლენა მოახდინონ და თავისუფალ ნებაზე, საკუთარ აზრზე უარი ათქმევინონ…
არც ერთ უწიგნურს არ სურს მის გვერით, მისი ქვეშევრდომი მასზე ნაკითხი და თავისუფლად მოაზროვნე იყოს…
სწორედ აქ იჩენს თავს უამრავი კომპლექსი…
წიგნის კითხვა იძლევა ნამდვილ თავისუფლებას…
წიგნიერებას რელიგიები არა, კონკრეტული ადამიანები გმობენ!…