“მარკეტში არავინ კოცნის სალარო აპარატს და არც ერთმანეთის ურიკებს ლოკავენ” – მაია დარსმელიძე მარკეტებსა და ეკლესიას შორის განსხვავებაზე

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მარკეტებში წასვლა შეიძლება, რადგან იქ სალაროს არ კოცნიან და არაფერს ლოკავენ განსხვავებით ეკლესიისგან.
“დღეს ძალიან სწორად იყო შემჩნეული, რომ მარკეტში არავინ კოცნის სალარო აპარატს და ხელზე არ ეამბორება მოლარეს და არც ერთმანეთის ურიკებს ლოკავენ…
პროდუქტს ყიდულობენ ოჯახისთვის, შვილებისთვის, ცალკე მცხოვრები იზოლირებული მშობლებისთვის, ოთხფეხა ოჯახისწევრებისთვის და სრულიად უცხო, ან ნაცნობი გაჭირვებული ადამიანებისთვის… ან მაწანწალა ცხოველებისთვის..რავი, ღამე გქონოდეთ ჩაძინებამდე საკუთარ თავსა და მოყვასზე ფიქრის.” – წერს მაია დარსმელიძე.