“მარკეტში ვმუშაობ და ღამე მორიგე ვიყავიო, საშინლად შემრცხვა” – რა პირობებში უწევთ სწავლა სტუდენტებს საქართველოში!

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ფრენდები წერენ და მეც მინდა ვიკითხო – რა საჭიროა ამდენი ღამის მარკეტი ქალაქში? სად, რომელ ქვეყანაში გინახავთ ამდენი სუპერმარკეტი მუშაობდეს ღამე?
შარშან სტუდენტი მყავდა, რომელსაც სისტემატიურად ეძინა ჩემს ლექციაზე. ერთხელაც ვერ მოვითმინე და შესვენებაზე ვუთხარი, რომ არ მსიამოვნებს ლექციის წაკითხვა ასეთ გარემოში, რომ არავის ვაძალებ ლექციებზე სიარულს… მარკეტში ვმუშაობ და ღამე მორიგე ვიყავიო. საშინლად შემრცხვა. ჰოდა კი ვამბობ, იქნებ ღამის მარკეტები დახურონ მეთქი და თან ვფიქრობ, რანაირად უნდა გადაიხადონ აბა სწავლის ფული?რას იტყვით?
პ.ს. თავისუფალი ბაზრის მხურვალე თაყვანისმცემლები ნუ გამომეხმაურებით. ვიცი თქვენი პასუხი” –