“მარნეულში ცხოვრობს უაღრესად მშრომელი ხალხი, სწორედ მათი დაკოჟრილი ხელებით ვჭამთ პურს… კომენდანტის საათმა მაგ ხალხს ლუკმა-პური გაუნადგურა” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“მარნეულში ცხოვრობს უაღრესად მშრომელი ხალხი,უპირველესად ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე ვამბობ,წელიწადში ორი-სამი მოსავალი მოყავთ ,რომ გამოგვკვებონ და უმთავრესად თბილისი მოამარაგონ,სწორედ მათი დაკოჟრილი ხელებით ვჭამთ პურს .ამ უაზრო საგანგებომ,შეუბრალებელმა საკარანტინო რეჟიმმა და კომენდანტის საათმა მაგ ხალხს ლუკმა-პური გაუნადგურა,ნერვები დაწყვეტილი აქვთ,ამიტომაც დაუშვებელია ისეთი სისულელეების ბლუყუნი რასაც აქ ვკითხულობ.ჩვენ ერთად ვაშენებთ მომავლის დიდ საქართველოს და ეს გაიცნობიეროს ყველა ემოციებზე ავარდნილმა თვითმარქვია მოაზროვნემ.” – წერს შალვა ნათელაშვილი.