“მარტო ბესელია კი არა რუსული დაზვერვა ისარგებლებს…ივანიშვილი პუტინის “ნამესნიკია” საქართველოში”

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ქვეყნისთვის ფრიად ტრაგიკული მოცემულობაა შექმნილი:
ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესებს დაუფარავი შანტაჟის გზით მართავენ. ეს კი ცალსახად ნიშნავს, რომ შანტაჟი ეფექტური ინსტრუმენტი გახდა პირადი და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თუმცა, ახლა წარმოიდგინეთ: ხელისუფლების უმაღლესი პირები შანტაჟთან მიმართებაში იმდენად მოწყვლადნი არიან, რომ ამ მოცემულობით მარტო ბესელია კი არა, რუსული დაზვერვა რაოდენ ეფექტურად ისარგებლებს. ფაქტიურად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული დაზვერვისა და გავლენის აგენტების მარიონეტები არიან. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თავად ივანიშვილი პუტინის “ნამესნიკია” საქართველოში