“მგელი ცხვრის ქურქში უფრო გამოკვეთილად იცნობა, ყაჩაღი და არაფრის მაქნისი ლაქიები კი, ანაფორაში… მათი ნამდვილი რელიგია კათმოძულეობაა” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამღვდელოების ნაწილს უპირისპირდება.
“რელიგიით გაკეთებული პიარი, წარმართობას ემსგავსება. შეიძლება ბევრი მოატყუო და აცდუნო, მაგრამ არა ყველა…
სარწმუნოება თავშესაფარი არ არის. ის ვერ მოირგებს უსაქმურ, მატყუარა და ცბიერ ადამიანებს.
არც უწიგნურებს წყალობს დიდად…
ნურც იმას ამოიჩემებთ, წიგნიერება არა, სულიერებაა მთავარიო…
ინტელექტის და განსწავლულობის გარეშე სულიერება არ მიიღწევა. ამ ყველაფრის მიღმა კი ე.წ. მორწმუნე ფანატიკოსია. ფანატიზმი ფსიქიკური აშლილობის ნიშანია.
საუკუნეების მანძილზე რელიგიისთვის იმდენი არავის დაუშავებია, რამდენიც ფანატიკოსებმა შეძლეს. მათი ნამდვილი რელიგია კათმოძულეობაა. ოღონდ თავად ვერ აცნობიერებენ და თავს ქრისტიანად მიიჩნევენ…
ვინც ქრისტეს ახსენებს, ყველა როდია მისი მიმდევარი…
რეგლამენტი იწურება. უნიჭო სპექტაკლებიც გაცვდება და გახუნებულ ნიღბებს დრო აუცილევლად მოისვრის ისტორიის სანაგვეზე…
მგელი ცხვრის ქურქში უფრო გამოკვეთილად იცნობა, ყაჩაღი და არაფრის მაქნისი ლაქიები კი, ანაფორაში!.. ” – წერს პეტრე კოლხი.