“მეგობრებიდან წავშალე ხატია ბუნიათიშვილის დედა… მადლობებად დაიღვარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ…რა სირცხვილია”

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
დიდი ბოდიში,მაგრამ მეგობრებიდან წავშალე ხატია ბუნიათიშვილის დედა,რომელიც მადლობებად დაიღვარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ-მისი ხატიასთვის ესოდენ სასიამოვნო “სიურპრიზის” გაკეთების გამო. რაც არ უნდა კარგი პიანისტი იყო,თუ შენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ სუბიექტური ხასიათის გარემოებებზეა დამოკიდებული-სამშობლო კი არა,სულ სხვა რამ გყვარებია.
ამაზე მეტის თქმა ზედმეტია,ისედაც ყველაფერი ნათელია-მუდამ “გამარჯვებული” რომ უყვართ-აი ის ხალხი❤️
რა სირცხვილია.