“მეგობრობ არის ნაწარმოები, მეორადი, ილუზორული საშუალება შიშის დაძლევის”-მამარდაშვილი მეგობრობის შესახებ

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მეგობრობა, როგორც წესი, მიემართება ინტელექტუალურ, ან სულიერ კავშირებს და არ ატარებს თავის თავში რისკს, ანუ პიროვნულ საფრთხეს.
მასში უფრო ნაკლებად მდიდრდება ადამიანური სული და შენც უფრო ნაკლებად რეალიზდები, ვიდრე თუნდაც ყველაზე მდაბალ და მგრძნობიარე სიყვარულში ქალის მიმართ, რომელსაც ამ შემთხვევაში, არავითარი კავშირი არ გააჩნია იდეების და ინტელექტის სამყაროსთან.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმის მიუხედავად, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ინტელექტუალურ სამყაროსთან, ზუსტად სულიერი და ინტელექტუალური მნიშვნელობით შეუძლია შენი გამდიდრება ქალის მიმართ სიყვარულს, ვინაიდან შენ გამდიდრებენ მხოლოდ ის გამოწვევები, რომლებიც რისკის მიუხედავად იქნა შენ მიერ დაძლეული. მეგობრობაში ეს არ არსებობს. მასში არის მხოლოდ ურთიერთობის და სხვისი გვერდით ყოფნის ფენომენი, რომელიც ხელს გიშლის იყო მარტო. სიყვარულში კი შენ მარტო ხარ.
მე ვახსენე სიტყვა “რისკი”, ეს იგივეა, რომ მეთქვა სიტყვა “მარტოობა”. სადაც არის რისკი, იქვეა მარტოობაც. რისკში ჩვენ მარტონი ვართ. მარტოობა კი იმის პირობაა რომ ვვითარდებით.
მეგობრობისთვის უცხოა მარტოობა იმის გამოც, რომ ის ძალიან ხშირად ზუსტად ჩვენი საკუთარი მარტოობისგან თავის დახსნის საშუალებად გვევლინება.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ეს მოვლენა, მეგობრობა, სალონური შეკრებები თუ ინტელექტუალური საუბრები არის ნაწარმოები, მეორადი, ილუზორული საშუალება შიშის დაძლევის.
აქედან არ გამომდინარეობს რომ არ უნდა ვიმეგობროთ, არა, არ არის საჭირო ასეთი სიჩქარე, ვიტყოდი საკმაოდ რთულიც კია ამ აზრამდე მისვლა. თუმცა თუ ვფიქრობთ, ვერ გავექცევით იმას რომ ვიყოთ დაუნდობლები ფიქრში. სიმართლე ასეთია, რომ ჩვენ ვეშვებით ხოლმე ისეთ ურთიერთობაში რომელიც ამოგვეფარება საკუთარ შიშში, იმ შიშში რომლის არ განცდაც არ შეგვიძლია. რა შიშია ეს? ეს შიშია მარტოობა. პირველ რიგში იმის შეგრძნება, რომ არსებობს რაღაც რასაც შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს და მეორე ის, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ძალიან მყიფედ. ამისთვის არ არსებობს არავითარი დალაგებული მექანიზმი, რაზეც შენ შეძლებდი დაყრდნობილიყავი და ეს რა თქმა უნდა საშიშია ვინაიდან შეიძლება არც არაფერი გამოგივიდეს და მაშინ კი გაიწირება ცხოვრება. აი რა იწოდება შიშად.
მერაბ მამარდაშვილი / გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია