
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოც. ქსელში წერს:
ჩვენი მედიური ამბები უნდა გამოვამზეურო. იცით, რომ ვიდეოოპერატორების უკიდურესი დეფიციტია ტელევიზიებში? დავბერდი ამ სფეროში და ეგეთი რამე არ მახსოვს. ყველა ერთმანეთს ართმევს ოპერატორებს, მილიონობით ბიუჯეტიანი ტელევიზიები კოლოსალურ ხელფასებს სთავაზობენ. ტელეოპერატორის ხელფასი ზოგან 3000 ლარზე მეტია. ვინც კი კამერის ჩართვა იცოდა, ყველა დასაქმდა. პატარა ტელევიზიები ვეძებთ ოპერატორებს და არ იშოვება, ბუნებრივია, ბევრად უფრო დაბალი ხელფასით, ვიდრე ბიძინავიზიები. ხოდა, მოკლედ, ამდენი უმუშევარი ხალხია ამ ქვეყანაში და მიეძალეთ ოპერატორის სპეციალობას. და თუ ვინმე დარჩით ჯერ კიდევ ვინც არ წაუყვანიხართ პოსტვ–ებს და დანარჩენებს, შეგვეხმიანეთ. ჩვენც გვაქვს ვაკანსია.
loading...