“მეკითხება ღმერთი გწამსო?-ვინ ღმერთი-მეთქი?!))) იესო ქრისტე!არა ვიცი-მეთქი”- თამაზ ბიჩინაშვილის სახალისო ისტორია

მოქალაქე თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
The Driver
11 წლის ვიყავი,როცა ოლა ბაბუ(ოდიშელიძე), მამაჩემის დედა გარდაიცვალა.დასაფლავების დღეს მღვდელი მოიყვანეს. მღვდელმა ვინც მოუნათლავი ხართ უნდა მოინათლოთო. მედეამ შუბანში, ეზოში მქონდა ეკლესია და მონათლული ვარო. მამამ-ოთარმა არ მახსოვსო.-მღვდელმა უნდა მოინათლოთო! მე და ჩემი ძმა მოუნათლავები ვიყავით. ოთარმა იოთანი მქვიაო,კაი სახელიაო და მონათლა. მერე, ჩემმა ძმამ გრიგორიო.შენაო? ეხლაც მახსოვს სათნო სახე ჰქონდა, მარა ვინ იყო წარმოდგენა არა მაქვს.მეკითხება სახელს: -თამაზი. არ ევასა შაჰების სახელი. მეკითხება? ღმერთი გწამსო?-ვინ ღმერთი-მეთქი?!))) იესო ქრისტე!არა ვიცი-მეთქი, მაშინ თომაო)))) ასე გავხდი თომაზინო)))))
მამამ ორი ნათლია შემირჩია: კუკური ედილაშვილი. ”პრავის”აღების სკოლაში ვაკეში ასწავლიდა თეორიას.მეორე, გაქანებული აფერისტი, გონშიკი ტაქსის შოფერი ზაურ თუხარელი. საწყალი, შეჯიბრის დროს დაიღუპა. ასე დამანათლეს ნათლიებმა მანქანის ტარება)))))ქრეიზე, ქრეიზე))))
Tomazino