“მეორედ მოსვლაა აბა რა არის? მამა შვილს წამებით ხდის სულს!… ნუ დატოვებთ არასრულწლოვან შვილებს…” – ნატო დუმბაძის ემოციური პოსტი

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“მეორედ მოსვლაა აბა რა არის? მამა შვილს წამებით ხდის სულს! სუფთა და უცოდველ სულს! არაფერია იმაზე მეტი სიმდიდრე ვიდრე შვილები, არაფერი! ნუ დატოვებთ არასრულწლოვან შვილებს მარტო ასეთ რთულ ყოფაში, ნუ! ან ის სამი და რატომ არ უვლიდა მიტოვებულ 11 წლის ძმას? ან სამეზობლო ეხლა რომ მირბიან ყვავილებით და ყალბ ცრემლს ღვრიან ! ნუთუ ერთი კაცი არ აღმოჩნდა იმ სოფელში ვაჟკაცი კაცი, ქალი, დედა რომ იმ ტირანი მამისგან დაეხსნა? რამ გაყინა ეს ხალხი? რამ გადააგვარა?” – წერს ნატო დუმბაძე.