“მერამდენე კითხვაა შენთან ღმერთო – რატომ?” – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ქვიშხეთში მომხდარ ავარიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მერამდენე კითხვაა შენთან ღმერთო – რატომ???
თუ ყოვლისშემძლე ხარ, რატომ იღუპებიან ბავშვები?!
რატომ უკვდება ქალს ქმარი და სამი შვილი და თვითონ რჩება ცოცხალი როცა მას ეს სიცოცხლე აღარ უნდა?! ან თუნდაც არ დარჩეს!
თუ იქაურობა უკეთესია ვიდრე ჩვენი ყოფა, მაშინ რატომ ვიბადებით რატომ?!თუ ყოვლისშემძლე ხარ სადაა სიკეთე?! მე ვერ ვხედავ!
ყველაფერი ღვთის ნება თუა, სადაა აქ სიკეთე?!მე კი მირჩევნია ვიცოდე რომ არ ხარ ყოვლისშემძლე რადგან სხვანაირად ვერ მეყვარები…” – ირინა სარიშვილი