“მესმის, მოხუცია ჩვენი პატრიარქი, მაგრამ სად არის სინოდი ?! თქვენი უპასუხისმგებლო საქციელით გამოუსწორებელ დარტყმებს აყენებთ ეკლესიას” – ირაკლი ღლონტი

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თუ მე ვცდები, ვცოდავ და ვარღვევ კანონიკურ სამართალს, მე სასულიერო პირისგან ველოდები შენდობას და დარიგებას, წყევლას ნამდვილად არა. თუ ვინმე წყევლას იმსახურებს, ეს თითოეული ქართველის მტერია და ვიცით მისი ვინაობა, თუ სხვანაირად არ შეგიძლიათ მტერთან დაპირისპირება, დაწყევლეთ ის !
სასულიერო პირებო, მოგიწოდებთ პატივი სცეთ ჩვენს რწმენას და ჩვენს ხალხს, თქვენი უპასუხისმგებლო საქციელით გამოუსწორებელ დარტყმებს აყენებთ ეკლესიას და მრევლს !
მესმის, მოხუცია ჩვენი პატრიარქი, მაგრამ სად არის სინოდი ?! მოიცალეთ და გვაცნობეთ პასუხი მოსახლეობას !