“ბედნიერი ვარ რომ ის ჩემი დედამთილია, მე ამ დიდი და სასახელო ქალბატონის ოჯახის წევრი ვარ” – ცისნამი საყვარლიშვილი

ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის სტატიას აზიარებს, სადაც მის დედამთილსა და ოჯახზეა საუბარი, სტატიაში თავდაცაა მოხსენიებული, როგორც ცისნამი აღნიშნავს ის ამაყოფს იმით რომ ასეთი დედამთილი ყავს.
“ძვირფასო მეგობრებო,
ეს სტატია ჩემს საყვარელ დედამთილზეა ნიუ-იორკ თაიმსში. ჩემი ქმრის სახელის გვერდით ამოკითხავთ ჩემს სახელს, ლათინური შრიფტით.
მე ამ დიდი და სასახელო ქალბატონის ოჯახის წევრი ვარ.
ბედნიერი ვარ რომ ის ჩემი დედამთილია. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
ძალიან მიყვარს და უკვე მენატრება” – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.