“მე მაგის არაგულწრფელი მხარდაჭერა არ მჭირდება”

ჟურნალისტი ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თამრიკო ჭოხონელიძე სანამ ინტერნაციონალს არ დაიზეპირებს ჩინურად და მარიამ როინიშვილთან ერთად არ იმღერებს სამების ქორედაზე, ამასთან, არ გამოავლენს ინტერსექციური ქვიარაქტივიზმის ძირეულ ცოდნას, მე მაგის არაგულწრფელი მხარდაჭერა არ მჭირდება. დაიმახსოვრეთ. ახლა მთაწმინდაზე ნოე ჟორდანიას პლაკატი მაქვს გასაკრავი და აღარ მომაცდინოთ