“მე რომ აქ დამავირუსოს ვინმემ და მე, ჩემის მხრივ, ჟურნალისტები დავავირუსო ჩემი ბრალი იქნება?” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“საოცარია პირდაპირ, ჟურნალისტებზე ავლენს ერი აგრესიას, რატომ ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდო? და ვინ აუხსნა ჟურნალისტებს, როგორაა საჭირო? თვითონ დავიდგინოთ?
და აგერ სასამართლოში ვარ, ჩემ პროცესზე, და არასაპატიმრო პროცესებიც მიმდინარეობს, რისი ნულოვანი საჭიროებაცაა სამართლებრივად და უზარმაზარი საშიშროება – ეპიდემიოლოგიურად. არ გინდათ, იუსტიციციის უმაღლეს საბჭოს ურჩიოთ, ადეკვატური გაიდლაინი მიცეს მოსამართლეებს და სასამართლოებს, და არა ჟურნალისტებს სდიოთ? მაგალითად, მე რომ აქ დამავირუსოს ვინმემ და მე, ჩემის მხრივ, ჟურნალისტები დავავირუსო (ჩემს ოჯახს, ბავშვებს, დიდი ხანია არავინ დაეძებს), იმათ კიდევ ასე შემდეგ, ანუ ჩემი ბრალი იქნება და ჩემი ჟურნალისტების?” – წერს ნიკა გვარამია.