მე-9 კლასელ ლია ვარდანაშვილს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა სტიპენდია დაუნიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ სოფოლ აძვში კითხვის მოყვარული ახალგაზრდების დასაჩუქრებაზე საუბრობს.
” იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა სოფელ აძვიდან, რომელიც ბევრ, ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდა. დადგა დრო, როცა სოფელში წაუკითხავი წიგნი აღარ დარჩა და ამ დროს, ჩვენ ჩავედით. ჩავედით ისე, რომ არაფერი იცოდა. სასკოლო ოთახის კარი შევაღეთ, პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ და გურული დღიურების ფონდის სტიპენდიაც დავუნიშნეთ.
ამბავის არაზღაპრული მხარეც რაღაც აზრით ზღაპრულია – შესანიშნავი ჟურნალისტი გოგა აფციაური გვეხმარებოდა ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან სტიპენდიატის შერჩევაში. მან სოფელი აძვი შეარჩია, გორის რესურსცენტრის და სკოლის დირექციის დახმარებით კი მოსწავლეც გამოვარჩიეთ – მეცხრეკლასელი ლია ვარდანაშვილი. ლიას სტიპენდიის დაფინანსება კი ჩვენი ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა – დღეს სოფელ აძვში ირინა გაფრინდაშვილი გვახლდა. ეკვილიბრიუმმა ლიას პირადი ბიბლიოთეკა მოუწყო.
ცხოვრება სხვისი სიხარულის განცდისთვისაც ღირს ” – წერს გიორგი კეკელიძე.