“”მთავარი არხი” ისევე ჭირდება ახლა ამ ქვეყანას, როგორც ცას – კიბე, ზღვას – ხიდი და დედამიწას – სამართალი” – ნიკა გვარამია

რუსთავი ორის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მგონი, ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ მთავარი არხი • Mtavari Arkhi ისევე ჭირდება ახლა ამ ქვეყანას და ანტირუსული წინააღმდეგობის მოძრაობას, როგორც ცას – კიბე, ზღვას – ხიდი და დედამიწას – სამართალი.
ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ არა მარტო მთავარი ტელევიზია, არამედ მთავარი ანტირუსული პლატფორმა, როგორც ვიყავით კიდეც, ოღონდ სხვა სახელით.
დიახ, მთავარი და ამ როლის დათმობას არც ერთი მიმართულებით არ ვაპირებთ. გვაქვს ამის ამბიციაც, შესაძლებლობაც და მორალური უფლებაც.