“მთელი დასავლური პრესა გიგი უგულავას ფოტოებითაა აჭრელებული” – დასავლეთის კრიტიკა ივანიშვილს

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ამერიკის კონგრესი რომ გაკრიტიკებს და სენატი, ევროკომისია რომ გსაყვედურობს და ევროპარლამენტი, მთელი ელჩობა და დიპლომატობა რომ შეშფოთებულია და მთელი დასავლური პრესა გიგი უგულავას ფოტოებითაა აჭრელებული, აი, ამ დროს ბიძინას ხელისუფლებას რომ გულშემატკივრობ, ვაი და ნაცებმა არ გაიხარონო, იმას რა დავარქვა აღარ ვიცი…” – წერს დავით ზურაბიშვილი.
უფრო სწორად როგორ არ ვიცი, მაგრამ აქ ვერ დავწერ.