“მთელი ეს პერიოდი ყოველ ღამე დავდიოდი ტაძარში, მხოლოდ ღმერთმა გადაგვალახინა” – ლევან რატიანი(ვიდეო)

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი “პოსტ ალიონის” ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ წარმატებული ექიმი ღვთის გარეშე არ არსებობს.
მისი თქმით, პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა ღმერთის დამსახურებაა.
“არსებობს განმარტება, რომ შეიძლება ადამიანმა მიიღო სამედიცინო განათლება, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე, იმიტომ რომ სულ დგას შენს უკან. ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას რასაც ღვთიური ძალა ქვია” – განაცხადა ლევან რატიანმა .