“მიზანი სუფთა და ნაღდი უნდა იყოს და არა – „დიდი სავარძლის ოცნება“” – თაკო ჩარკვიანი კოლეგებს მიმართავს

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს.
ჩარკვიანი კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ მთავარი მიზანი სუფთა უნდა იყოს და არა “სავარძელზე ოცნება”.
„პოლიტიკური უტიფრობა“ ირაკლი კობახიძის რომ არ გაგვიკვირდება, ფაქტია, ისეთი პროვოკაციები გვაქვს ნანახი და მოსმენილი მუდმივად და 20 ივნისს განსაკუთრებით ამ „პოლიტიკანის“ მიერ ჩადენილ-გამოთქმული -ეს ფაქტია და ვიცით, მაგრამ კოლეგებო! პოლიტიკურ შეცდომას რომ გამოიყენებდა პროვოკატორი – ოპონენტი კობახიძე, ეს რატომ უნდა გაგიკვირდეთ, არ მესმის? რა, არ ზის მაგიდასთან ოკუპანტის „მოქმედი მომხრე“, რომელიც ამბობდა (აგერ, გუშინ) და კვლავ აგრძელებს: „ 500 კაცის სიკვდილი არაფერია და მერე მიშა გრუ-ს ჯარებს ელაპარაკოსო“, ხომ ზის ოპოზიციის გაფართოებულ მაგიდასთან (ნათელაშვილის ოფისში) და ამ პოლიტიკურ შეცდომას, რომელიც (ბოკერიას აწყობდა) ხომ გამოიყენებდა ხელისუფლება?! ეს რატომ გაგიკვირდათ!
მეტიც: ამ პოლიტიკურ შეცდომას აუცილებლად ოკუპანტიც გამოიყენებს – უეჭველად და გამოიყენა კიდეც, რადგან ეს „პატარა რეინკარნაცია მკვდარი რუსული ვექტორისა“ იმედია მისთვის სამომავლოდ და ფიქრობს ასე: „ნახეთ მხოლოდ ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციის მაგიდასთანაც მომავეხერხე „ჩაჯდომაო“ და „დაჟე კვოტებზე“ მელაპარაკებიანო“?! ამიტომ უნდა იყოს მიზანი სუფთა და ნაღდი და არა – „დიდი სავარძლის ოცნება“ (როგორც ზოგიერთისთვის!!!!! ძალა ერთობაშია – მხოლოდ დასავლეთთან ერთად!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.