“მინდა იმ ადამიანებს ვისაც პატივს ვცემ, ის არ ვეგონო რაც არ ვარ…” – ჯაფარიძეს აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები ბიძინას აგენტობაში ადანაშაულებენ?!

პარტია “გირჩის” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
Shota Dighmelashvili-მა გვითხრა გირჩის ჯგუფში, ჯაფარას დღევანდელი განცხადების მერე ბიძინას სატელიტი რომ არ ხართ არავინ დაიჯერებსო.
აქციაზეც დაახლოებით იგივე პოზიცია გამოხატა ამ დიქოტომიაზე.შოთას და აქცია ,,სირცხვილიას” მონაწილეთა უდიდეს ნაწილს მე დიდ პატივს ვცემ.
ისიც მესმის, რომ ამ აქციის ყველა მონაწილე ერთი და იგივე აზრზე ვერ იქნება.
ასევე არ ვდებ მათ ბრალს რომ ვინმე მართავს და ვინმეს ჭკუაზე დადიან.ჩვენ ამ აქციის თანამოაზრეები ვართ, ვთანხმდებით ფაქტობრივად ყველა მოთხოვნაში, ყოველდღიურად ჩვენი წევრები დადიან საპროტესტო აქციაზე.
მხარს ვუჭერთ 20 სექტემბრის აქციას და ჩვენს აუდიტორიას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ აქციის მიმდინარეობას და დისკუსიებს.
და ქოცებად გვთვლიან, რადგან
ერთ ერთი პარტიის ჩვენთვის გაუგებარ ინიციატივას აღტაცებით არ შევხვდით?
თუ ეს მართალია და მხოლოდ შოთას პროგნოზი არ არის, რატომ დაასკვნა ეს ვინმემ, რა არგუმენტაცია არსებობს?და ეს სუსის მიერ გავრცელებული სიბინძურისგან რითი განსხვავდება?
შოთა მოვიწვიეთ სასაუბროდ და უარი თქვა, მიზეზი კარგად ვერ გავიგე. ამიტომ არ ვიმარჩიელებ.
საუბარზე და დისკუსიაზე უკეთესი გზა, გაუგებრობის თუ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეთა აზრი და მინდა მათ სწორად ესმოდეთ ჩემი არგუმენტიც.
ამიტომ ვთავაზობ მათ საუბარს ჩვენთვის ხელმისაწვდომ ყველა ეთერში (მოვალთ აქციის მონაწილეებთანაც სასაუბროდ ლაივ რეჟიმში).
ვუპასუხებთ ყველა კითხვაზე.
მინდა იმ ადამიანებს ვისაც პატივს ვცემ, ის არ ვეგონო რაც არ ვარ.
და შეუძლებელი მგონია ამას ვერ მივაღწიო.ჩემი აზრით, ასეთი წარმოდგენა შეცდომაა და გირჩი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს, აქციის ორგანიზატორებისაგან.
პატივისცემით.