“მინდა ჩემმა მრევლმა კარგად გაიგოს, როდესაც ვამბობთ, რომ თუ ასაკოვანი მშობელი გვყავს, შევიკავოთ ტაძარში წასვლისაგან თავი, ნუ იფიქრებ, რომ სხვაზე ვსაუბრობ, არამედ გეხება შენ თავად!” – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღბანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარ მრევლს მოუწოდებს, რომ თუ ოჯახში რისკის შემცველი წევრი ჰყავს თავი შეიკავონ ტაძარში მოსვლისგან.
“მინდა ჩემმა მრევლმა კარგად გაიგოს: როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს ოჯახში მიმოვიხედოთ და თუ ასაკოვანი მშობელი გვყავს ან სხვა რისკის მატარებელი წევრი, თავი შევიკავოთ ტაძარში წასვლისაგან, ნუ იფიქრებ, რომ სხვაზე ვსაუბრობ, არამედ გეხება შენ თავად! ასევე ითქვა, რომ ასეთ შემთხვევაში თუ მსახურებას არ დაესწრები, არ დააკნინებს შენს რწმენას. ” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.