“მის ხელში გავიზარდე, უსაყვარლესი ქალი იყო” – დიანა ტრაპაიძე კორონავირუსით გარდაცვლილ მე-4 პაციენტზე

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კორონავირუსით გარაცვლილ მე-4 პაციენტს ახლოს იცნობდა და მის ხელში გაიზარდა, თუმცა ახლა დატირების საშუალებაც არ აქვს, რადგან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენებენ.
” გარდაცვლილი პაციენტი ნომერი ოთხი. მის ხელში გავიზარდე, უსაყვარლესი ქალი იყო, ყველას გაჭირვების ტალკვესი. საავადმყოფოდან პირდაპირ სასაფლაოზე უნდა წაიყვანონ. ბევრი დავტირით ასე სახლებში
ქობულეთი
#დარჩისახლში” – წერს დიანა ტრაპაიძე.
როგორც ტრაპაიძე კომეტარებში აღნიშნავს, გარდაცვლილი მისი მეზობელი იყო და მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობდა.