“მიშას ორი ძირითადი მტერი ჰყავს. პირველი – ეს არის ივანიშვილი და მეორე – სექტანტი მიშისტები…”

ემიგზაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მიშას ორი ძირითადი მტერი ჰყავს.
პირველი – ეს არის ივანიშვილი და მეორე – სექტანტი მიშისტები, რომელნიც ბელადის იმიჯს უქმნიან მას და ერთნაირად აკნინებენ მის პოლიტიკურ ღვაწლს.
ამიტომ ორ ფრონტზე მომიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ ერთსაც და მეორესაც ხელიდან გამოვგლიჯო “ბელადი” რათა ის დარჩეს პოლიტიკური იდეების ლოკომოტივად და არა დეგრადირებული ტომის ბელადად.