” მიშა, ამ ბრძოლაში მე შენს გვერდით ვარ და დავრჩები ბოლომდე!…” – ნუგზარ სულაშვილი

ემიგზაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ამ დღეს, მიუნჰენის კონფერენციაზე, ოფიციალურად გამოვუცხადე მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს და პირობა მივეცი, რომ მასთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებდი ქვეყნის გადასარჩენად.
დიდი სიბრძნე ნამდვილად არ სჭირდებოდა იმას, რომ საქოცეთი, კიდევ ერთხელ აყეფდებოდა ბინძური პიარით და ათას სისულელეს მომიგონებდნენ, მაგრამ ქოცებს, ნაცები თუ გადაასწრებდნენ, ამის ნაკლებად მჯეროდა. (ნაცებმა იკადრეს იმაზე მეტი, ვიდრე რამიშვილის და ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა იკადრებდა)
რაც ვერ მაპატიეს, ეს ისევ პრეზიდენტის სიტყვები იყო, როდესაც მან კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა – სულაშვილი არის, ევროპული დონის პროფესიონალი და ის საქართველოში უნდა დაბრუნდეს”-ო.
ამ სიტყვების მერე, ბევრი ადამიანისთვის თანამებრძოლი კი არა, ჩვეულებრივი კონკურენტი აღმოვჩნდი. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისმა შავ-ბნელმა ცხოვრების დოსიემ დიდი ხნის წინ გაიარა ჩემს ხელში.
ჩემი სიტყვა ძალაშია – მიშა, ამ ბრძოლაში მე შენს გვერდით ვარ და დავრჩები ბოლომდე