“მლიქვნელი მსახიობი… კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება” – ნათელაშვილი კახი კავსაძეზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისა და კახი კავსაძის ფოტოს აქვეყნებს.
ნათელაშვილმა კავსაძეს მლიქვნელი მსახიობი უწოდა.
“კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება.რამდენმა ასეულმა ათასმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისაგან,თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები” – წერს შალვა ნათელაშვილი.
